|
|
სულ კატალოგში მასალაა: 18 ნაჩვენებია მასალა: 1-10 |
გვერდები: 1 2 » |
ოსკარ ფინგალ ო'ფლაერტი უილს უაილდი (Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde) (*16 ოქტომბერი, 1854 – 30 ნოემბერი, 1900) --ინგლისელ-ირლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. გვიანდელი ვიქტორიანული ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული მის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭერმეტყველებით, თუმცა დრამატულ კრახს განიცდის და პატიმრობაში ატარებს რამდენიმე წელს უმსგავსო საქციელში (ჰომოსექსუალურ აქტში) მხილების გამო.
|
ჯოსერის პირამიდა პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირი, იმხოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, რომელთაც მასტაბები ეწოდება. მიუხედავად გრანდიოზული ზომებისა, (ერთი კედლის სიგრძე ზოგჯერ 90 მეტრს აღწევდა) როგორც ჩანს,მასტაბები ვერ აკმაყოფილებდა ეგვიპტის ბრწყინვალე ფარაონთა მოთხოვნებს, ამიტომ იმხოტეპმა სრულიად ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და, შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმხოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო... აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა.. იმხოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა, რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას, რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 134 მეტრია. ჯოსერის პირამიდა ძირითადად,საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი.
|
|
ანდრე მარი ამპერი (ფრანგ. André-Marie Ampère; დ. 20 იანვარი, 1775 — გ. 10 ივნისი, 1836), ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი და აღმომჩენი. იყო სამეფო საზოგადოების წევრი. ელექტროენერგიის საზომი ერთეული ამპერი მის საპატივცემულოდ დაერქვა.
ერსტედის აღმოჩენამ, კერძოდ კი დენიანი გამტარის მაგნიტურ ისარზე მოქმედებამ, ბევრი მეცნიერი დააინტერესა. მათ შორის იყო ფრანგი მეცნიერი ანდრე ამპერი. მან ცდებით აჩვენა, რომ ორი პარალელური დენიანი გამტარი ერთმანეთს მიიზიდავს, თუ მათში ერთი მიმართულების დენი გადის და განიზიდებიან, თუ მათში სხვადასხვა მიმართულების დენი გადის, ე.ი. დენიანი გამტარები ისევე იქცეოდნენ, როგორც მაგნიტები (ნახ. 1). ასევე მოქმედებდნენ ერთმანეთზე ორი წრიული დენი.
თავდაპირველად ამპერი ფიქრობდა, რომ თითოეული გამტარს თითო დენის წყარო სჭირდებოდა, მაგრამ შემდგომში მიხვდა, რომ ერთი დენის წყაროც საკმარისი იქნებოდა ამ ცდების ჩასატარებლად. მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ შეაერთებდნენ გამტარებს დენის წყაროსთან იმისათვის, რომ მათში ერთი მიმართულების ან საწინააღმდეგო მიმართულების დენი გასულიყო.
ამ დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ ერთი ვოლტას ბოძის საშუალებით (რომელიც მაშინ შეუცვლელ დენის წყაროს წარმოადგენდა) შეიძლებოდა ძალიან გრძელი გამტარის გამოყენებით წყაროდან დიდ მანძილზე დაშორებულ მაგნიტურ ისარზე ზემოქმედება. ამპერი წერდა, რომ ამ ცდაზე მას მიუთითა დიდმა ფრანგმა მეცნიერმა ლაპლასმა, და რომ ცდა შედეგიანი და წარმატებული გამოდგა.
ამის შემდეგ წარმოიშვა იდეა თავისებური ტელეგრაფისა, რომელსაც დენიანი გამტარის მაგნიტურ ისარზე ზემოქმედება დაედებოდა საფუძვლად. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ასეთი ტელეგრაფი გაკეთდა რუსეთსა და გერმანიაში.
ამპერის აღმოჩენის შემდეგ ფრანგმა მეცნიერმა არაგომ შექმნა ელექტრომაგნიტი, რამაც შესაძლებელი გახადა პირველი ელექტროზარის გაკეთება. |
წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში.
შვიდ წლამდე გიორგი დედ-მამასთან იზრდებოდა. „და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა". შვიდი წლის ყრმა ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს და ჩააბარეს ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარს - წმიდა საბიანეს (ხს. 31 დეკემბერს). ტაძრისში გიორგიმ სამი წელი დაჰყო.
ათი წლის გიორგი მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და აღსაზრდელად ჩააბარა იქ მოღვაწე თავის ორ ძმას, ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს (ხს. 19 დეკემბერს).
ბიძებმა ყოველგვარი სიკეთით შემკული ძმისწული ხახულის მონასტრის წინამძღვარს, სიწმინდით განთქმულ ღირს მაკარი მმარხველს (ხს. 21 დეკემბერს) მიჰგვარეს. გაიხარა ღვთისგან მომავლის განჭვრეტით დაჯილდოებულმა წინამძღვარმა ყრმა გიორგის ხილვით და „სულისა თვისისა შვილად უწოდა".
ამ დროს ხახულში მოღვაწეობდნენ „ქართველთა ეკლესიათა სამკაულად" ცნობილი მამა ბასილი, ბაგრატ III-ის ძე (ხს. 27 ივნისს), ილარიონ თვალელი (ხს. 21 ივლისს), „რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა წარმოთქმაჲ შეუძლებელ არს", ანტონი მნათე - ღმერთშემოსილი, „ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი წერილთა" და სხვა მრავალნი, რომელთა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა გიორგის ჩამოყალიბებაში. თვითონ გიორგიმაც ყველა გააკვირვა თავისი გონიერებით და სიბეჯითით, „საგალობელნი იგი საწელიწადონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირად დაისწავლნა".
როცა თრიალეთის ერისთავმა ფერის ჯოჯიკის ძემ გიორგის ბიძა, გიორგი მწერალი, თავის სასახლეში მიიწვია მოძღვრად, მოხუცმა გიორგიმ ძმისშვილიც თან გაიყოლა. ყრმა გიორგის სიკეთით განცვიფრებულმა ფერისის მეუღლემ, „საღმრთომან მან დედაკაცმან შვილად თვისად" აღიარა იგი და „დაყვეს მრავალი ჟამი კეთილსა და ღმრთისა სათნოსა ცხოვრებასა შინა".
1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისსაც დასწამა ცილი, კონსტენტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. ფერისის მეუღლე თორმეტი წელი დარჩა დედაქალაქში. ღვთისმოყვარე დედაკაცმა გიორგი „სასწავლოდ მისცა კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორთავე ცხოვრებითა შემკობილთა". ღვთივგანბრძნობილმა ჭაბუკმა ნიჭიერებითა და გამჭრიახობით ყველა გააკვირვა.
თორმეტი წლის შემდეგ 1034 წელს კეისრის ბრძანებით ფერისის მეუღლე კვლავ სამშობლოში, ტვარწატაფს მივიდა და გიორგიც თან წამოიყვანა. გიორგი ხახულის მონასტერში მივიდა და ოცდახუთი წლისამ „ტკბილსა მას უღელსა მონაზონებისასა ქედი თჳსი მოუდრიკა. მოძღუარი მისი სულიერი და ღუაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწურთელი, დიდი ილარიონ წუთ ხორცთა-ღა შინა იყო და ჴელთაგან მისთა მიიღო კურთხევაჲ მონასონებისაჲ, რამეთუ იგი იყო პირველი მოძღუარი მისი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ".
1036 წელს „უცხოებისა და თვისთაგან განშორებით" მოღვაწეობის სურვილით გიორგიმ ფარულად დატოვა მონასტერი და, გლახაკის ძონძებში გადაცმული, სირიაში გაემართა. „შრომითა და მოღვაწებითა შემკულმან მამამან" გაჭირვებით მიაღწია შავ მთამდე. იქაური სიწმიდეების მოლოცვისა და მოღვაწე მამების მოკითხვის შემდეგ გიორგიმ „ყოვლისა პირვალად იწყო ძიებად წინამძღვრისა სულიერისა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ თჳნიერ მოძღვრისა არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმატებაჲ მონაზონებისა". იპოვა კიდეც მთის ნაპრალებში დაყუდებული საოცარი მამა - „კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, ყოვლითურთ უცხო და განშორებული ჴორცთა და ჴორციელთა ზრახვათაგან და გონებითა ღმრთისა მიცვალებული" - ქართველი ბერი გიორგი დაყუდებული (ხს. 3 ივლისს).
სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ გიორგი დაყუდებულმა „ჰასაკით, სიბრძნითა და გონიერებით" სრულქმნილი გიორგი სქემით შემოსა და იერუსალიმში გაუშვა წმიდა ადგილთა მოსალოცად, უკან დაბრუნებულს კი 1040 წელს მთაწმიდაზე წასვლა და „თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ ბერძნულისაგან ქართულად", ანუ წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმის გაგრძელება უბრძანა. გიორგი შეაკრთო ბრძანებამ. „შეუძლებელ არს ჩემგან და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შვენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმე", - შეჰკადრა მან მოძღვარს. „შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი სიკვდილისაგან ისხნა და ქართული ენა განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყვარს ნათესავი ჩუენი და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს", - დაამშვიდა ექვთიმე ათონელის ღირსეული მემკვიდრე გიორგი დაყუდებულმა და ათონს გაგზავნა.
ათონელმა ქართველებმა სიხარულით მიიღეს წმიდა მამა. გიორგიმ მონასტრის ყველაზე მძიმე საქმეები იტვირთა „ყოვლისა თავისა თვისისა შეურაცხქმნითა... ვითარცა კაცმან ლიტონმან და უსწავლელმან". როგორც მისი ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს, ღირსი გიორგი ყოველთვის თავდახრილი დადიოდა და „თჳნიერ საჭიროთა საქმეთა" არავის შეხედავდა. მისი სულიერი თვალები კი „მარადის უხილავსა მას დიდებასა ღვთისასა" განიცდიდა.
გიორგი დაყუდებულმა თავისი მოწაფის, თეოდორეს პირით კიდევ ერთხელ შეახსენა გიორგის ათონზე გაგზავნის მიზეზი და საყვედურიც შეუთვალა.
გიორგიმ პატიება სთხოვა მოძღვარს, მოწიწებითა და შიშით მიიღო მღვდლობის პატივი, საღმრთო წიგნების თარგმნასაც მიჰყო ხელი და მალე მთელი საძმოს წინამძღვარიც შეიქნა. ამ დროიდან იწყება ფართო მოღვაწეობა მამა გიორგი მთაწმინდელისა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკში მოათავსა წმიდა მამათა ნაწილები, გაამშვენიერა და „ყოვლითურთ სრულჰყო წმიდა ეკლესიაჲ".
საბერძნეთში იმპერატორ კონსტანტინე მონომახთან ჩასულმა ქართველთა მეფემ, ბაგრატ IV-მ საქართველოში დაბრუნება და ჭყონდიდლის მიტროპოლიტობა შესთავაზა წმიდა მამას, მაგრამ ქვეყნიურ დიდებას და შფოთს განრიდებულმა გიორგიმ მეფეს უარი მოასხენა.
წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროსა და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა და ამიტომ სამწერლო მოღვაწეობისათვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. გიორგი წინამძღვრობიდან გადადგა და შავ მთაზე წავიდა გიორგი დაყუდებულთან. გიორგი დაყუდებულმა ღვთის სიყვარულისთვის ისევ უკან დაბრუნება უბრძანა თავის სულიერ შვილს. გიორგი დამორჩილდა მოძღვრის ლოცვა-კურთხევას, ათონის მთაზე დაბრუნდა და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. ამ საოცარი მამის მიერ თარგმნილ წიგნთა მხოლოდ ჩამონათვალიც კი ნათელს ხდის მისი მოღვაწეობის განუზომელ მნიშვნელობას: დიდი სვინაქსარი, საწელიწადო გამოკრებული, პავლენი სრული, პავლენი გამოკრებული, საწელიწადო, თვენი, სადღესასწაულო, წიგნი ექვსთა დღეთა - ბასილი დიდისა, დავითნი, დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი, ზატიკი, დაბადების თარგმანება იოანე ოქროპირისა, მეექვსე კრების ძეგლისწერა, წიგნი გრიგოლ ნოსელისა და სხვანი.
ერთხელ ბოროტისაგან შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა მოინდომეს ქართველი მამების გაძევება მონასტრიდან. „გვიხსენ დიდისა ჭირისაგან და განგვათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩუენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თჳსთა და არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი", - შესჩივლეს მათ ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის. პატრიარქმა თავისთან დაიბარა ბერძნულად მოლაპარაკე წმიდა გიორგი მთაწმინდელი. ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნით იქადაგა მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები განაკვირვა. პატრიარქმა ცუდისმზრახველი სვიმონწმინდელნი შერისხა.
ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქს კვლავ მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ჯერ-არს ანტიოქიის პატრიარქის ხელმწიფების ქვეშ იყვნენო. პატრიარქმა მამა გიორგის აუწყა: „მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოსო". წმიდა მამამ უპასუხა: „შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყჳ კანანელსა - ქვეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და არღა ოდენ წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი... ჯერ არს წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რათა თქუენ ჩუენ დაგვემორჩილნეთ!" ბოლოს კი დაამატა: „იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაჲ არა იპოვებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად".
გაკვირვებულმა პატრიარქმა კეთილად გაიღიმა და თქვა: „ხედავთ ბერსა ამას, ვითარ მარტოჲ ესოდენსა სიმრავლესა გუერევის". შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.
ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე ხშირად სთხოვდა მამა გიორგის საქართველოში ჩამოსულიყო სამოღვაწეოდ. ნეტარი მამა ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს, როცა „სრულქმნა თარგმანებაჲ საღმრთო წიგნთაჲ", აღასრულა მეფისა და კათოლიკოსის სურვილი. მათი ბრძანებით წმიდა მამამ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება.
ხუთი წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ პატივით და დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონს მიმავალმა ნეტარმა მამამ თან ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. კონსტანტინოპოლში ჩასულმა ნეტარმა გიორგიმ წანასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება და ბრძანა, ობოლნი იმპერატორის წინაშე წარსადგენად მოემზადებინათ. „უკუეთუ დღეს არა ვიხილო მეფე, ხვალე ხელთა არა გვაქვს!" - ჩქარობდა წმიდა მამა.
მამა გიორგიმ „პატივი მისცა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ „შემდგომად ღვთისა ხელთა შენთა შევვედრებ ობოლთა ამათ". შემდეგ ყრმებს წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა „აწ განუტევე..." აგალობა და მეორე დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მიიცვალა.
ათონელმა მამებმა წმიდანის გვამი ათონზე გადაასვენეს და „ლუსკუმასა შინა მარმარილოსა გიორგის თანა მაშენებელისასა (ხს. 28 ივლისს) დაკრძალეს, ვითარცა მეორედ მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიათა".
|
გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (დ. 2 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1804, თბილისი ― გ. 21 მარტი/2 აპრილი, 1883, იქვე, დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში), ქართველი რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე. |
უითნი ელიზაბეთ ჰიუსთონი (ინგლ. Whitney Elizabeth Houston; დ. 9 აგვისტო, 1963. ნიუარკი, ნიუ ჯერსი) — ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი. მსოფლიო მასშტაბით, მას გაიყიდული აქვს დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი. გინესის მსოფლიო რეკორდების წინში იგი შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსულებელი ქალი. მომღერალი ცნობილია თავისი ძლიერი ხმის დიაპაზონით, რომელიც კოლორატურა სოპრანოდაა მიჩნეული. ჰიუსთონი იმ მცირე შავკანიან მომღერალთაგანია, რომლის მუსიკალური ვიდეოებს MTV-ს არხზე 1980-იანი წლებში ხშირად ატრიალებდნენ. ის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მომღერალია, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. მუსიკალური შესრულების გარდა, ჰიუსთონი აღიარებული მსახიობი, პროდიუსერი და ფილანთროპია. ------> კითხვის გასაგრძელებლად დააჭირე აქ<----- |
გაიუს იულიუს კეისარი (ლს კეიათ. Dictator Gaius Iulius Caesar ) (დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) - ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში - ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად. ------> კითხვის გასაგრძელებლად დააჭირე აქ<-----
|
რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის
რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა. ---->კითხვის გასაგრძელებდად დააჭირე აქ<---
|
 მათემატიკური ფოკუსი
ყურადღებით მიყევით ინსტრუქციას და შედეგსაც თვითონ ნახავთ
1) ჩაიფიქრეთ ნებისმიერი რიცხვი 2_დან 9_მდე
2) გაამრავლეთ ეს ციფრი 2_ზე
3) მიუმატეთ 5
4) მიღებული რიცხვი გაამრავლეთ 50_ზე
5) და ეხლა ყურადღებით:
ა) თუ წელს თქვენი დაბადების დღე უკვე იყო მიღებულ რიცხვს მიუმატეთ 1760
ბ) თუ წელს თქვენი დაბადების დღე ჯერ არ ყოფილა მიღებულ რიცხვს მიუმატეთ 1759
6) და ბოლოს ჯამში მიღებულ რიცხვს გამოაკელით თქვენი დაბადების წელი(მაგალითად 1985) და მიიღებთ სამნიშნა რიცხვს
და ახლა ფოკუსის კულმინაცია:
ამ მიღებული სამნიშნა რიცხვიდან პირველი ციფრი არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული რიცხვი ხოლო დანარჩენი ორი კი თქვენი ასაკი |
ათეიზმი ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება.-------->კითხვის გასაგრძელებლად დააჭირე აქ<------ |
|
|
| ცნობა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|